უამინდობა საქართველოში - რა შეზღუდვები მოქმედებს გზებზე

შეზღუდვები თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია და ტრანსპორტის მოძრაობაც ამის გამო აიკრძალა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 30-50-ე კმ (სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ვითარება გზებზე: სად მოქმედებს შეზღუდვები >>
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, გზებზე სხვა შეზღუდვების მოქმედებს.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი