თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. იტალიურმა სპორტულმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა ნაწყვეტები ფედერიკო კიეზას შესახებ დოკუმენტური ფილმიდან, სადაც ევროპის ჩემპიონი, იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ თავდამსხმელი საუბრობს სერია A-ს უძლიერეს დუეტზე: „ნაპოლის“ ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასა და თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენზე (Victor Osimhen).
„ოსი-კვარას დუეტი ერთ-ერთი უძლიერესია სერია А-ში. ორივე შესანიშნავ ფორმაშია და, რაც მთავარია, სეზონის დაწყებიდან შეწყობილად თამაშობენ“, – აღნიშნა კიეზამ.
„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ასევე კომენტარი გააკეთა სატურნირო ცხრილში თავისი კლუბის მდგომარეობაზე, რომელიც უკიდურესად რთული გახდა „ნაპოლისთან“ და „მონცასთან“ დამარცხების შემდეგ. ხვიჩა კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ნაპოლის“ გამარჯვებაში „ტურინთან“ – ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა.
„ბოლო რამდენიმე მატჩში წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ვცდილობთ გავიგოთ, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი შეტევა, დავკარგეთ აგრესია და არაფერი შეგვიქმნია, მეტოქეების მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ", – აღიარა კიეზამ.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც შვიდი გოლი და რვა საგოლე გადაცემა მიითვალა.