ქართველმა 76 წლის მოცურავემ მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვა

მასშტაბურ ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის მოცურავეები 31 ქვეყნიდან.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოცურავემ, 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კვლავ გააოცა – მან ექვსი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიგო სლოვენიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ზამთრის ცურვაში.
მასშტაბურ ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის მოცურავეები 31 ქვეყნიდან, წყლის ტემპერატურა ხუთი გრადუსი იყო. ჰენრი კუპრაშვილი ტურნირზე „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ გუნდის სახელით გამოვიდა.
ჰენრი კუპრაშვილმა 2002 წელს „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე. მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო.
2013 წელს 67 წლისამ ბოსფორის მასობრივ მარათონულ გადაცურვაში მეორე შედეგი აჩვენა. მასში მონაწილეობდა 1500 მოცურავე 37 ქვეყნიდან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს