ფუფუნება და ელეგანტურობა: ყველაზე ძვირფასი სამკაულები მსოფლიოში - ფოტო

31 იანვარს მსოფლიო იუველირის დღეს აღნიშნავს.
Sputnik
საიუველირო სამკაულები ზოგადად ძვირადღირებული ნაკეთობებია, თუმცა მათ შორის კიდევ არის ისეთები, რომლებსაც განსაკუთრებული ფასი აქვთ.
იუველირის პროფესია ერთ-ერთი უძველესია. სამკაულებით გალამაზების სურვილი ხომ ადამიანს ოდითგანვე ჰქონდა. ხოლო სამკაულის ფასი ხაზს უსვამს მის სოციალურ სტატუსსა და ფინანსურ მდგომარეობას.
1 / 10

The Apollo Blue – 14,54 კარატიანი ღია ცისფერი ბრილიანტი, The Artemis Pink – ღია ვარდისფერი 16 კარატიანი ბრილიანტი

2 / 10

ბრილიანტი „კოჰინური“, ანუ „სინათლის მთა“, რომელიც დამზადდა დიდი ბრიტანეთის დედოფლისათვის

3 / 10

$55 მილიონად შეფასებული საათი „ჰალუცინაცია“. საათი მორთულია ჯამში 110 კარატი ბრილიანტებით

4 / 10

ღია ნარინჯისფერი 14,32 კარატიანი უნიკალური ბრილიანტი. ქვა 30 წელზე მეტ ხანს ეკუთვნოდა უცნობ კოლექციონერს, ხოლო როცა ის გასაყიდად გამოიფინა, 35,5 მილიონ დოლარად შეფასდა, რითაც ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა. ის დასახელდა ყველაზე ძვირფას ნარინჯისფერ ბრილიანტად და თითო კარატზე ყველაზე მაღალი ფასიც მას დაედო

5 / 10

ცისფერი ქვა Oppenheimer Blue – 14,62 კარატიანი ბრილიანტი, რომლის ღირებულებაც 57,5 მილიონი დოლარია

6 / 10

ყელსაბამი სახელწოდებით Incomparable ("შეუდარებელი"), რომელიც 2013 წელს შექმნა ლიბანურმა საიუველირო ბრენდმა Mouawad. მისი ფასი 55 მილიონი დოლარია, იწონის 637 კარატს

7 / 10

ჰოუპის ალმასი 45,52 კარატიანი, რომელიც ვაშინგტონში სმიტსონების ინსტიტუტში ინახება

8 / 10

ყელსაბამი Doubly Fortunate, რომლის ფასიც 4 მილიონი დოლარია

9 / 10

ალმასი Pink Star ("ვარდისფერი ვარსკვლავი") - 59,6 კარატიანი ბრილიანტი

10 / 10

1952 წელს ჟანა ტუსენმა და Cartier-ს დიზაინერმა პიტერ ლემარშანმა უოლის სიმპსონისთვის შექმნეს სამაჯური Panther. პანტერის სხეული მორთულია ბრილიანტებითა და ონიქსით, ხოლო თვალები შესრულებულია ზურმუხტისგან