საქართველო და ფილიპინები თანამშრომლობის განვითარებას აპირებენ

საქართველოს 2022 წელს ფილიპინებიდან 22,2 ათასი მოქალაქე ეწვია.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინებში იმყოფება, სადაც მან შეხვედრა გამართა ტურიზმის მინისტრ მარია ესპერანსა ქრისტინა გარსია ფრანკოსთან. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური იუწყება, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს აჭარის ტურისტული პოტენციალი, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და პროექტები ტურიზმის სექტორში.
ვიზიტის მსვლელობისას ასევე დაგეგმილია შეხვედრა ფილიპინების ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან. ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაძლიერება, ასევე ინვესტიციების მოზიდვა.
საქართველოს შემოსავლებმა ტურიზმიდან 2022 წელს 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა. უცხოელი და შიდა ვიზიტორების რიცხვმა აჭარაში 3 მილიონს გადააჭარბა. საქართველოს 2022 წელს ფილიპინებიდან 22.267 ადამიანი ეწვია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს