თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების მიწოდება დაძაბულობას ამწვავებს, თუმცა მოსკოვი ვაშინგტონთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს არ გეგმავს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ჯერჯერობით პუტინსა და ბაიდენს შორის მოლაპარაკებების გეგმები არ გვაქვს. ჩვენი მთავარი მიზანია, განვაგრძოთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, შევასრულოთ ამოცანები, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურმა დასახა“, — უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე.
მისი თქმით, უკრაინისთვის რაკეტების მიწოდებით არაფერი შეიცვლება.
„ამას დამატებითი ძალისხმევები სჭირდება, მაგრამ მოვლენების მიმდინარეობას არ შეცვლის — სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება“, — განაცხადა კრემლის სპიკერმა.
მანამდე მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელშიც პირველად შევა შორი დიაპაზონის რაკეტები. საუბარია რაკეტებზე GLSDB, რომელთა ფრენის სიშორე 150 კმ-ია.