თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, დარიალის, ირაკლი აბაშიძის, ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, ცხვედაძის, მიშველაძის, ძმები კიკნაველიძეების და თუმანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III, IVა, IV ბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გაბაშვილის, მიხეილ თამარაშვილის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ წინამძღვრიშვილის და კარგარეთელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზესტაფონის, ხვინგიას და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.