თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, კორშა–ბისოს მონაკვეთზე (ჟინვალი–შატილის გზის 53-66 კმ) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის 1-53 კმ (ჟინვალი–კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.