ეს თავის ხშირი ტკივილის მიზეზია: იცით, რა არის სპონდილოზი?

Sputnik
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თავის ხშირი ტკივილის მიზეზი, გარდა მაღალი წნევის, შაკიკისა თუ გაციებისა, შესაძლოა იყოს კისრის სპონდილოზიც, აცხადებენ სპეციალისტები.
კისრის სპონდილოზი — ეს ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ქრონიკული დაავადებაა, რაც ხშირად ხერხემლის მალების უმოძრაობის მიზეზი ხდება და არაერთ პრობლემას იწვევს.
ექიმების თქმით, ამ დავადების პირველი ნიშნები შესაძლოა უკვე 20-30 წლის ასაკში გაჩნდეს, თუმცა კლინიკური სურათით იშვიათად ვლინდება და პრაქტიკულად არ უშლის ხელს ადამიანს სრულფასოვან ცხოვრებაში.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სპონდილოზის ჩივილებით ექიმებს ძირითადად 50 წლის შემდეგ მიმართავენ — როგორც ქალები, ისე მამაკაცები.
სპონდილოზის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზებია:
ხერხემლის ტრავმები;
ოსტეოქონდროზი;
ჰიპოდინამია და ზურგის აქტიური მოძრაობების ნაკლებობა;
ორგანიზმის დიდი ხნით გადაცივება;
მძიმე ფიზიკური მუშაობა და ხერხემლის გადატვირთვა;
ძვლოვანი ქსოვილის ასაკობრივი ცვლილებები;
მეტაბოლური ხასიათის დარღვევები;
ენდოკრინული დაავადებები.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, სპონდილოზის დროს, ანუ როდესაც კისრის მალებში ანთებითი პროცესები იწყება, ხშირად თავის ტკივილები ჩნდება.
საქმე ისაა, რომ ამ დროს კისრის მალთაშუა დისკები ამობურცვას იწყებს, აწვება მათ ირგვლივ არსებულ ნერვულ დაბოლოებებს და ჭყლეტს მათ. ეს ყველაფერი აყალიბებს ანთებებსა და შეშუპებებს, რომლებიც თავისკენ გადამისამართდება და გამუდმებულ ტკივილებს იწვევს.
უფრო მეტიც, როდესაც კისრის რამდენიმე სპონდილოზი ვითარდება, ეს ხერხემლის არტერიების ჭყლეტვა-შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა უარესდება და თავის ტვინის სისხლით მომარაგებაში სერიოზული დეფიციტი, ანუ იშემია წარმოიქმნება.
თავის ტვინის ქსოვილის იშემიის გამო კი ჩნდება:
თავის მუდმივი ტკივილი,
ხშირად შეინიშნება თავბრუსხვევა,
ყურებში ხმაური,
სმენისა და მეხსიერების დაქვეითება,
გულმკერდის შებოჭილობა,
ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნება.
გარდა ამისა, პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ დაბუჟება და ტკივილი მხრებში, კისერსა და ზედა კიდურებში.
წყარო: Sohu