მსოფლიო დღეს

ამერიკელი კონგრესმენი აშშ-ჩინეთის ომს არ გამორიცხავს

Sputnik
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ტაივანის გამო ჩინეთთან კონფლიქტის ალბათობა „ძალიან მაღალია“, განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკ მაკკოლმა.
ამგვარი კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც გენერალმა მაიკ მინიჰანმა 2025 წლისთვის აშშ-ჩინეთის ომი ივარაუდა. ამის თაობაზე გენერალი 1 თებერვლით დათარიღებულ, მაგრამ გასულ პარასკევს გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.
„იმედი მაქვს, რომ ის ცდება... მაგრამ ვფიქრობ, რომ გენერალი მართალია“, – განუცხადა მაკკოლმა ტელეარხ Fox News-ს.
აღინიშნება, რომ გენერალ მინიჰანის ვარაუდი პენტაგონის თვალსაზრისს არ ასახავს, მაგრამ ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედროების შფოთვებს ადასტურებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი შესაძლოა ტაივანზე კონტროლის დამყარებას შეეცადოს.
მაკკოლის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ტაივანზე კონტროლის არაძალადობრივი გზით დამყარებას ვერ მოახერხებს, მაშინ „ისინი სამხედრო შეჭრის განხილვაზე გადავლენ და აშშ ამისთვის მზად უნდა იყოს“.

„იმის ალბათობა, რომ ჩინეთთან ტაივანისა და ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის გამო კონფლიქტი წარმოიშვას, ძალიან მაღალია“, — ამბობს მაკკოლი.

ამასთან მან ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების წარუმატებელი გაყვანის შემდეგ სისუსტის პროეცირებაში დაადანაშაულა, რამაც შესაძლოა ჩინეთთან ომი უფრო სავარაუდო გახადოს.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის გაზრდილი სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტესთან კუნძულზე პეკინის გარდაუვალი შეჭრის ნიშანია.
წყარო: Fox News