საეკლესიო კალენდარი: 29 იანვარი

მართლმადიდებელი ეკლესია 29 იანვარს თაყვანს სცემს პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა პეტრესი დ ა იხსენიებს მოწამეთა: სპევსიპეს, ელევსიპეს, მელევსიპეს, ლეონილას, ნეონის, ტურვონის, იოვილას, ასევე მოწამე დანაქტი და ღირს მაქსიმეს, ტოტმელ ხუცესს.
Sputnik
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი. დაახლოებით 42 წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. და აი, მოხდა სასწაული. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული. ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავი მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს ძველი სტილით, ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.
წმიდა მოწამენი სპევსიპი, ელევსიპი, მელევსიპი, ლეონილა, ნეონი, ტურვონი და იოვილი
წმიდა მოწამენი სპევსიპი, ელევსიპი, მელევსიპი, ლეონილა და მათთან ერთად ნეონი, ტურვონი და იოვილა II საუკუნეში, მარკუს ავრელიუსის (161-180) დროინდელ დევნულობისას ეწამნენ გალიაში (სხვა გადმოცემით კაბადოკიაში).
საეკლესიო კალენდარი: 28 იანვარი
წმიდა მოწამე დანაქტი მკითხველი
წმიდა მოწამე დანაქტი II საუკუნეში ცხოვრობდა და მკითხველად მსახურობდა მაკედონიაში. უსჯულოთა თავდასხმის დროს მან საეკლესიო ჭურჭლეულობა აიღო და მტერთაგან განრიდებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო: მეომრებმა შეიპყრეს და კერპის თაყვანისცემა მოსთხოვეს; როცა პასუხად უარი მიიღეს, ქრისტეს მხნე აღმსარებელს უღმრთოებმა თავი მოჰკვეთეს.
ღირსი მაქსიმე, ტოტმელი ხუცესი
მართალი მაქსიმე, ტოტმელი ხუცესი კარგა ხანი ვოლოგდის ეპარქიის ქალაქ ტოტმაში მსახურობდა მოძღვრად, შემდეგ კი ლოცვითა და მარხვით განმტკიცებულმა, ქრისტეს სალოსობის მძიმე ღვაწლი იტვირთა. ნეტარი მაქსიმე ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა 1650 წლის 16 იანვარს და აღდგომის ტაძარში დაკრძალეს. მის საფლავზე სასწაული აღესრულა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.