ბათუმში მიუსაფარი ძაღლის წამებისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
Sputnik
თბილისი 29 იანვარი - Sputnik. პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 22 იანვარს ბათუმში პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლით წარედგინა (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
წყარო - გენერალური პროკურატურა