მსოფლიო დღეს

დედამიწას ამაღამ ახლახან აღმოჩენილი ასტეროიდი „ეწვევა“ - უყურეთ ონლაინ რეჟიმში

Sputnik
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ასტეროიდი 2023 BU, რომელიც პირველად გასულ კვირაში აღმოაჩინეს, 26-27 იანვრის ღამით მაქსიმალურად მოუახლოვდება დედამიწას.
ასტრონომების თქმით, ის ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 3,5 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაიფრენს, ანუ 30-ჯერ უფრო ახლოს, ვიდრე დედამიწიდან მთვარემდე მანძილია.
2023 BU მცირე ზომის ასტეროიდია. მისი დიამეტრი დაახლოებით 3,7-8,2 მეტრია. პერიგეის გავლისას ასტეროიდის სიჩქარე დედამიწის მიმართ 9,33 კმ/წმ-ს შეადგენს. დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს ის 27 იანვრის 01:17 საათზე იქნება.
ასტეროდის ფრენა-მოახლოებას საიტი Virtual Telescope გადასცემს ონლაინ რეჟიმში. ტრანსლაცია თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.
მეცნიერების თქმით, 2023 BU პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. როგორც მისი ტრაექტორიის სიმულაციამ აჩვენა, დედამიწასთან მისი შეჯახების ალბათობა უკიდურესად მცირეა. თანაც ამ ზომის ობიექტები, როგორც წესი, მთლიანად იწვება ატმოსფეროში.