საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაუპირისპირდნენ

„ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს 1 თებერვალს თურქულ „დარიუშაფაქთან“ გამართავს.
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების კალათბურთელების გუნდები – გიორგი შერმადინის „ტენერიფე" და რატი ანდრონიკაშვილისა და ტედ მაკფადენის „მურსია" შეხვდნენ.
უფრო ძლიერი აღმოჩნდა შერმადინის გუნდი, რომელმაც მოიგო 85:65. შერმადინი თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 26 წუთი დაჰყო, მოაგროვა შვიდი ქულა, ექვსი მოხსნა, ერთი პასი და ერთი ჩაჭრა.
„მურსიაში" მოასპარეზე საქართველოს ნაკრების ორივე კალათბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. მაკფადენმა მოედანზე 15 წუთი გაატარა. მან ორი ორქულიანი ჩააგდო და შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. ანდრონიკაშვილმა ხუთი წუთი ითამაშა, ის ორ პასს და ერთ მოხსნას დასჯერდა.
„ტენერიფე“ თავის მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაში 1 თებერვალს თურქეთის „დარიუშაფაქის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო „მურსია“ ესპანეთის „ბილბაოს“ უმასპინძლებს.