თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში აკვაკულტურის სექტორის განვითარებისა და დარგში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით აქტიურად მუშაობს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ევროკავშირის პროექტის „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერის“ ფარგლებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) და ევროკავშირის ექსპერტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის ზონების შექმნის თაობაზე რეკომენდაციები და პრეზენტაციები წარმოადგინეს.
უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის ზონების შექმნის თაობაზე რეკომენდაციები და პრეზენტაციები წარმოადგინეს.
საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებმა თევზის წარმოება შეამცირეს>>
უწყების ცნობით, უახლოეს ხანებში დაიწყება აკვაკულტურის ზონების დასრულებული ვერსიის შეთანხმების პროცესი, რის შემდეგაც, კანონმდებლობის შესაბამისად, ზონების პროექტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

აკვაკულტურა არის წყლის ორგანიზმების (თევზი, კიბოსნაირები, მოლუსკები, წყალმცენარეები) მოშენება ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსაცავებში, ასევე სპეციალურად შექმნილ საზღვაო პლანტაციებზე.