ქმრისა და შვილის მკვლელი მაგდა პაპიძე ციხეში გათხოვდა?

მაგდა პაპიძე ერთადერთი ქალია საქართველოში, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ციხის ადმინისტრაციამ უარყო ინფორმაცია მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის ახალი ქორწინების შესახებ, რომელსაც ქმრისა და შვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ინფორმაცია პაპიძის ახალი ქორწინების შესახებ, რომელმაც 2015 წელს ქმარი და შვილი მოკლა, ერთ-ერთმა ქართულმა გამოცემამ გაავრცელა. მედიის ცნობით, იგი თავის კლასელს გაჰყვა ცოლად.
ციხის ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
მაგდა პაპიძე ერთადერთი ქალია საქართველოში, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. ის 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. ნაფიცმა მსაჯულებმა იგი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს კამათის დროს ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ კი მცირეწლოვანი შვილი გაგუდა.
სასამართლომ მაგდა პაპიძის განაჩენის გადახედვაზე უარი განაცხადა>>>
პაპიძე 20 დეკემბერს დილით გეგმავდა ცხედრების მოშორებას, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ შეასრულა. სასამართლო პროცესზე ასევე გამოაშკარავდა, რომ პაპიძეს მკვლელობის ჩადენის მომეტში საყვარელი ჰყავდა.
პაპიძის ბრალეულობა დადასტურდა მისი დღიურის ჩანაწერებით, დანაშაულის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებებით და დნმ-ის ანალიზით.
მსჯავრდებულმა პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე რამდენჯერმე მიმართა. მან ასევე გაგზავნა საჩივარი ევროპულ სასამართლოში, თითქოს აღიარებითი ჩვენება პოლიციის ზეწოლით მისცა, თუმცა სასამართლომ უარი თქვა საჩივრის განხილვაზე. მისი ახლობლების თქმით, დიაბეტის გამო ციხეში პაპიძემ მხედველობა დაკარგა.