თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის და საბურთალოს რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოდნის, თამარშვილის, მიროტაძის, კოსტავას, ოჟიოს, ტიციან ტაბიძის, აბაშიძის, ცხვედაძის და მცხეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ცხემის, ასათიანის, რიწის, 8 მარტის, თვალჭრელიძის, სარაჯიშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, ტარიელის, ძმები კაკაბაძეების და ბორბალოს ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალას, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III,IIIა მიკრორაიონების, მარნეულის გზატკეცილის, რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, ჟორდანიას, კოსტავას, ღოღობერიძის, გულბანის, გორგასალის (ნაწილობრივ), ლომინაძის, სურგულაძის, სადგურის, ვაგზლის, ვირსალაძის, მარნეულის, ქინძმარაულის, ბოგდან ხმელნიცკის, კრწანისის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.