როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდი თბილისში

სინოპტიკოსების განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე თბილი დღეები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. თბილისში მზიანი და თბილი ამინდი 28 იანვრამდე გაგრძელდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში დღისით 11, 16 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთში – 4, 9 გრადუსამდე.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით 1, 3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ხოლო დღისით ტემპერატურა პლუს 6, 8 გრადუსამდე მოიმატებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს