ლილოში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ქვეითს შეეჯახა
Sputnik
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისში, ლილო არენასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხეს შეეჯახა, შეჯახების შედეგად დაიღუპა ქვეითი.
ადგილზე პოლიცია მუშაობდა, მძღოლის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.