თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობას 3,2 ათასი კანდიდატი მიიღებს, იუწყება საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური.
ტესტირება კვირას, 22 იანვარს 12:00 საათზე დაიწყება.
დირექტორობის მსურველი პირები საგამოცდო ცენტრში ერთი საათით ადრე რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოცხადდნენ და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
ტესტირება ხუთ საათს გაგრძელდება. მხედველობა დაქვეითებულ პირებს ტესტის გასაკეთებლად დამატებით 30 წუთი მიეცემათ.
ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დირექტორობის კანდიდატები გადადიან ატესტაციის შემდგომ ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.
ტესტირებაში მონაწილეობენ 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში და 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული პირები.