ტრაგედია საგარეჯოში: ცნობილი გახდა ზოგი ახალი დეტალი

გამოძიება დანაშაულის მოტივებს ადგენს, რომელიც ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ ჩაიდინა.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ცნობილი გახდა საგარეჯოში მომხდარი სროლის ახალი დეტალები – ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედიის წინ ბრალდებულსა და მის ვაჟს შორის კონფლიქტი მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გამოძიების მონაცემებით, 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, შემდეგ კი ადგილზე მისულ შსს-ს თანამშრომლებსაც. ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა ხუთი, მათ შორის ერთი პოლიციელი, და დაიჭრა ხუთი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან. დაიღუპა თავად მსროლელიც – მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
ბრალდებულის ვაჟი რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ტოვებდა ბინას, ხოლო მას შემდეგ, რაც მამაკაცმა სროლა დაიწყო მეზობლების მისამართით, მან შეძლო ბინიდან გამოსვლა და დაიწყო ყვირილი, რომ არავინ მიახლოებოდა მამამისს, რომელსაც მარაგში 2 ათასი ტყვია ჰქონდა. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მოსახლეობა.
საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება. რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ ბრალდებულის შვილები და ყოფილი ცოლი. შეიძლება ამ დაკითხვის შემდეგ გახდეს შესაძლებელი თავდასხმის მოტივის გარკვევა. მთავარი მოწმე ბრალდებულის შვილია, რომელიც სროლის დაწყების დროს ბინაში მამასთან ერთად იმყოფებოდა.
საგარეჯოში დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წითელი ჯვრის მოხალისეა>>
სამართალდამცველებმა ბინაში აღმოაჩინეს საბრძოლო მასალა და იარაღი. ისინი სამხილების სახით დაილუქა.
მასმედიაში გაარკვიეს, რომ ბრალდებული ნოდარ ათუაშვილია. ბინაში, რომლის აივნიდანაც ისროდა, ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის საქართველოს თავდაცვის ძალებში 2006-2021 წლებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა.
თვითმხილველების ცნობით, სროლა დაახლოებით 00:10 საათზე დაიწყო. ინტენსიური სროლის ხმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისმოდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს