მსოფლიო დღეს

რამშტაინის ბაზაზე Leopard-ებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

Sputnik
თბილისი, 20 ინვარი — Sputnik. ნატოს ქვეყნები და მათი მოკავშირეები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის გერმანული წარმოების ტანკ Leopard 2-ის მიწოდებაზე, განაცხადა გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.

„უნდა განვაცხადო, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს“, — აღნიშნა მან უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, რომელიც გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე გაიმართა.

პისტორიუსის თქმით, მან სპეციალური ინსპექცია დანიშნა, რომელიც შეაფასებს, რა დადებითი შედეგები მოჰყვება უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას. ამასთანავე მინისტრს მიაჩნია, რომ ყველა არგუმენტი „ძალიან ფრთხილად უნდა იქნას აწონილ-დაწონილი“.
პისტორიუსმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის ისეთი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება გაგრძელდება, როგორებიცაა: საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot, საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T, ქვეითთა საბრძოლო მანქანები Marder და Gepard ZSU.