მსოფლიო დღეს

ერდოღანი ზელენსკის რუსეთთან მშვიდობის დამყარებაში დახმარებას დაჰპირდა

Sputnik
თბილისი, 20 ინვარი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ ესაუბრა, იუწყება TRT Haber.
საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის „მნიშვნელოვანი დიპლომატიური წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში“.
გარდა ამისა თურქეთის პრეზიდენტმა ზელენსკის ქალაქ ბროვარში მომხდარი ტრაგედიის გამოც მიუსამძიმრა, რომლის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, და 29 ადამიანი დაშავდა.
მანამდე, 16 იანვარს რეჯეფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაც. კრემლის ცნობით, მხარეებმა მაშინ პატიმრების გაცვლაზე ისაუბრეს.