თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის II კვარტლის, გამსახურდიას II კვარტლის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, ბროლოსანის, ხვიჩიას, შორსის, შარტავას, მაჭავარიანის, პეტრიწის, მონასტრის, დიღმის ქედის, ძიძიგურის, კვაჭაძის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერის პარკის, ნიკოლაძის, კოსტავას, ფარნაოზ ლაპიაშვილის და სატივეს ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ხევძმარის და თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.