თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. თბილისში ჰაერის ხარისხის გაუარესება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალური აზია) მტვრის მასების გავრცელებით არის გამოწვეული, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, 18 იანვრის მონაცემებით, თბილისში ჰაერი ძლიერაა დაბინძურებული. ატმოსფერული ჰაერი მეტად დაბინძურებულია აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის გამზირებსა და ვარკეთილის რაიონში.
სპეციალისტების თქმით, თბილისის გარდა, ჰაერი საქართველოს ზოგიერთ რეგიონშიც დაბინძურებულია. კერძოდ, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5 ) მატება.
აღნიშნული პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს.
სინოპტიკოსების თქმით, ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.