მსოფლიო დღეს

სასამართლომ ნობელის პრემიის ლაურეატი გაამართლა

Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ფილიპინების საგადასახადო სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ გაამართლა ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა და საგამომცემლო კორპორაცია Rappler Holdings, რომელთაც გადასახადებისგან თავის არიდებაში ედებოდათ ბრალი.
ბრალდება მათ 2018 წელს როდრიგო დუტერტეს ყოფილმა მთავრობამ წაუყენა. გამოძიება რესასა და „რაპლერს“ ფილიპინური სადეპოზიტო ქვითრების უცხოელ ინვესტორებზე გაცემაში ადანაშაულებდა, რაც საგარეო კონტროლის ფორმად შეიძლება ჩაითვალოს და რაც აკრძალულია რესპუბლიკის კონსტიტუციით.

„დღეს ფაქტები იმარჯვებს, სიმართლე იმარჯვებს, სამართლიანობა იმარჯვებს“, — განაცხადა რესამ სასამართლო სხდომის შემდეგ.

ნობელის პრემიის ლაურეტის თქმით, მისი და Rappler-ის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.
მარია რესა Rappler-ის აღმასრულებელი დირექტორი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია. კორპორაცია 2012 წელს დაარსდა. მას არაერთხელ დაესხნენ თავს პრეზიდენტ დუტერტეს ადმინისტრაციის საქმიანობის კრიტიკული გაშუქების გამო. 2018 წელს გამოცემის ჟურნალისტები საპრეზიდენტო ღონისძიებების გაშუქებას ჩამოაშორეს და ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა აუკრძალეს, სადაც პრესისთვის ბრიფინგები იმართება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Rappler-მა ფრეგატების გარიგების შესახებ ისტორია გამოაქვეყნა, რომელშიც დუტერტეს ძველი მეგობარი, სენატორი კრისტოფერ ლოურენს გოც მოიხსენია.
2021 წელს მარია რესასა და რუსული „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს დმიტრი მურატოვს ნობელის პრემია გადაეცათ მშვიდობის დარგში „სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის გაწეული ძალისხმევებისთვის, რაც დემოკრატიისა და მშვიდობის წინაპირობაა“.
წყარო: Rappler