17 იანვარს გერმანიაში ცნობილი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დააკავეს. ის მონაწილეობდა ნახშირის საბადოს გაფართოების საწინააღმდეგო აქციაში.
ტუნბერგი და დანარჩენი დემონსტრანტები ვინაობის დასადგენად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯამში ათობით ადამიანი დააკავეს, თუმცა ისინი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მათთვის ოფიციალურად ბრალი არ წაუყენებიათ.