მსოფლიო დღეს

ფონ დერ ლაიენი: ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში ჩაეფლობა

Sputnik
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ევროკომისია იმედოვნებს, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთის ეკონომიკას ათწლეულების განმავლობაში რეცესიაში ჩააგდებს, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

„ჩვენ ვაწესებთ უძლიერეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩაფლობს რუსეთის ეკონომიკას რეცესიაში. მისი ინდუსტრია მოკლებულია თანამედროვე და კრიტიკულ ტექნოლოგიებს“, — აღნიშნა მან.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელი განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო და მხარს დაუჭერს კიევს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების ცხრა პაკეტი დააწესა.