ფინჯანი ყავა ჩვეულებრივი რიტუალია მილიონობით ადამიანისთვის. განსხვავებით ჩაისა თუ წვენებისგან, რომლებსაც ხშირად ვიცვლით გემოს მიხედვით, თითქმის ყველა ჩვენგანს აქვს შერჩეული „ამოჩემებული“ ყავა.
მაგალითად, ვისაც უყვარს:
უკოფეინო ყავა — ასეთი ყავის მოყვარულებს არ ხიბლავთ დიდი ცვლილებები. არიან მორცხვები და თავმდაბლები. არ მოსწონთ, როცა რამე აღელვებთ. უპირატესობას ჩვეულ გარემოს ანიჭებენ და არასდროს არღვევენ „თამაშის წესებს“.
ორმაგი ესპრესო — ამ ყავას ირჩევენ ისინი, ვისი აზრითაც ცხოვრება სასიამოვნო მოვლენათა თანმიმდევრობა უნდა იყოს. ამიტომ ისინი, ვინც ორმაგი ესპრესოს მოყვარულებთან აპირებენ ურთიერთობის დაწყებას, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ.
კაპუჩინო — ეს რომანტიკული და ერთგვარად გულდახურული ადამიანები არიან. როგორც წესი, „განზე დგანან“ და თუ მიახლოების საშუალება მოგცეს, მხოლოდ მაშინ დაინახავთ, რამდენად შემოქმედებითი და გამომგონებლური ბუნებისანი არიან ისინი.
მაკიატო — საიმედო და პასუხისმგებლიანი ხალხი. არიან დახვეწილები და კარგად ორგანიზებულები. არასდროს აგვიანებენ იქ, სადაც ელიან. თავისუფლად შეიძლება მათზე დაყრდნობა.
ნაღებიანი ყავა — ეს ჯანმრთელობაზე გადაგებული ხალხია. ისინი თითქოს შეპყრობილები არიან საკუთარ სხეულსა და ორგანიზმზე ზრუნვით. არჩევენ ცხოვრების ჯანმრთელ წესსა და ბალანსირებულ კვებას. ამ კუთხით ისინი თითქმის არასდროს დუნდებიან.
ყავა კარამელით, შოკოლადით ან ვანილით — ეს სიცოცხლის მოყვარული, მხიარული ადამიანები არიან, რომლებსაც ერთ ადგილზე გაჩერება დიდხანს არ შეუძლიათ. რეალურად მათ სულაც არ უყვართ ყავა, ამიტომ მის მწარე გემოს ტკბილი არომატებით ნიღბავენ.