ჭარბი წონა თანამედროვეობის უმთავრესი პრობლემაა, რომელიც ცუდად აისახება არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც. მაგალითად, ჭარბი წონაა დიაბეტისა და ჰიპერტონიის ჩამოყალიბების ძირითადი წყარო.
ჭარბი წონის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ზღუდავენ საკვების მიღებას და ფიზიკურად იტვირთავენ თავს. ზოგიერთი ქირურგიულ გზასაც მიმართავს, მაგრამ ასეთი ძვირი სიამოვნების საშუალება ყველას არა აქვს.
მათთვის, ვისაც ჩამოთვლილი ვარიანტებიდან არცერთი არ ერგება, პრაქტიკულად მეტი გამოსავალი არ რჩება, თუ არა ზედმეტ წონასთან ერთად იცხოვროს.
მაგრამ მაინც არსებობს გამოსავალი. თუ გახდომა გინდათ და ამასთანავე არანაირი სურვილი არ გაქვთ აწამოთ თქვენი თავი და თქვენი ორგანიზმი, ასევე ავნოთ ჯანმრთელობას და დიდი ფულიც დახარჯოთ, გთავაზობთ სპეციალური წვენის რეცეპტს, რომელიც იაფიც დაგიჯდებათ და ორგანიზმსაც დიდ სარგებელს მოუტანთ.
ესაა საოცარი წვენი, რომელიც რეგულარულად უნდა მიიღოთ ერთი კვირის განმავლობაში, რათა შედეგი ნახოთ. ამასთან, სწრაფი შედეგის მისაღებად სასურველია წვენი უზმოზე დალიოთ.
ეს წვენი სასიამოვნო დასალევია. არ დაივიწყოთ ჯანსაღი კვება. ჯობს ხშირად მიიღოთ საკვები და მცირე ულუფებით.
საჭირო ინგრედიენტები წვენის მოსამზადებლად:
ერთი ცალი კიტრი
ანანასის სამი ნაჭერი
ერთი ღერი ნიახური ფესვიანად
ცოტაოდენი ოხრახუში
როგორ მოვამზადოთ წვენი
გარეცხეთ ყველა ინგრედიენტი, შემდეგ დააქუცმაცეთ, მერე კი ბლენდერში მოათავსეთ და ათქვიფეთ.
სულ ესაა – სასარგებლო და გემრიელი წვენი მზადაა.