მსოფლიო დღეს

მემორანდუმი ხელმოწერილია: ევროკომისია უკრაინას ამ კვირაში 3 მლრდ ევროს გადასცემს

Sputnik
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ევროკომისია უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ახალი ტრანშის გამოყოფას აპირებს 3 მილიარდი ევროს ოდენობით, წერს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკი Twitter-აკაუნტზე.
მისი განმარტებით, ტრანში მიმდინარე კვირაში გამოიყოფა ევროკავშირის სახელით, რის თაობაზეც მემორანდუმს უკვე მოეწერა ხელი.

„ჩემთვის დიდი პატივია ევროკავშირის სახელით უფრთიერთგაგების მემორანდუმზე ხელის მოწერა, რომელიც უკრაინისთვის 2023 წელს 18 მლრდ ევრომდე კრედიტის მიცემას შეეხება. პირველი 3-მილიარდიანი გადახდა ამ კვირაში განხორციელდება“, — დაწერა დომბროვსკიმ.

ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „ეს დაეხმარება უკრაინას, დაფაროს თავისი გადაუდებელი საჭიროებები — გადახდების სტაბილური ნაკადით მთელი წლის განმავლობაში“.