თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს პროკურატურის შენობაზე მზის პანელებიდამონტაჟდა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო დაწესებულებების შეობებზე მზის პანელების დამონტაჟების მიზანია მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვა, ნახშირორჟანგის (C02) ემისიის შემცირება, ბუნებრივი რესურსების ოპტიმიზაცია და კომუნალური ხარჯების შემცირება.
პროექტი რეალიზებულია ლიეტუვურ კომპანია UAB OKATA–ს, მის ადგილობრივ პარტნიორ „სოლარ ენერჯი ჯორჯიასა“ და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში.
საქართველოს პროკურატურა სხვა ადმინისტრაციული შენობების ანალოგიური მზის ენერგიის პანელებით აღჭურვას სამომავლოდაც გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს.
აღნიშნული პროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.