თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) არ გააუარესებს 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს, განაცხადა სსფ-ის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ.
მსოფლიო ბანკმა ამ კვირაში გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვით მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2023 წელს გაუარესდება 1,7%-მდე. ბანკმა აღნიშნა, რომ რეცესიის პროვოცირება ნებისმიერ ნეტაგიურ მოვლენას შეუძლია.
კრისტალინა გეორგიევას თქმით კი, 2023 წელი რთული იქნება, მაგრამ სანამ ადამიანებს აქვთ სამუშაო ადგილები, ეკონომიკა სტაბილურობას შეინარჩუნებს. სსფ პროგნოზის გაუარესებას არ ელოდება.
სსფ წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდას 2,7%-ის დონეზე პროგნოზირებს.
ფონდის დირექტორის თქმით, დღეს მსოფლიოში კრიზისია და მსოფლიო საზოგადოება მზად უნდა იყოს მოულოდნელი საფრთხეებისთვის. კერძოდ, მან მაგალითად მოიყვანა კლიმატური კატაკლიზმები, მძლავრი კიბერშეტევები და უკრაინაში ომის ესკალაცია, მაგალითად, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით.
გეორგიევამ ასევე განაცხადა, რომ ნავთობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზი არ გამართლდა და შრომის ბაზარიც ასევე სტაბილური იყო.
„როდესაც ადამიანებს აქვთ სამუშაო, ისინი, მაღალი ფასების მიუხედავად, ხარჯავენ ფულს და ეს ეკონომიკას ეხმარება“, – განაცხადა სსფ-ის დირექტორმა.