როდის გამოიდარებს საქართველოში?

საქართველოში ცივი ამინდებია, დედაქალაქში კვირის დასაწყისიდან თოვს.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 14 იანვრიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში 13-14 იანვარს უნალექო და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. ქარის სიჩქარე ნელ-ნელა დაიკლებს და აღარ იქნება გრიგალის კატეგორიის, რომელიც დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ბოლო სამი დღე ფიქსირდებოდა.
15 იანვრიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 11-16 გრადუსი იქნება.
ლანჩხუთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა>>>
აღმოსავლეთ საქართველოში 14 იანვრის დილამდე შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და, ზოგან, თოვლიანი ამინდი.
17 იანვრამდე ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 4-9 გრადუსი დაფიქსირდება. 17 იანვრიდან ყინვა შესუსტდება და ტემპერატურა დღისით პლუს 4-9 გრადუსამდე გათბება.
თბილისში 14 იანვრის დილამდე შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდი. 20 იანვრამდე კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 3-5 გრადუსი, დღისით კი პლუს 7-9 გრადუსი იქნება.