ორბელიანზე „საახალწლო სოფელი“ დღეს დაიხურება

„საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკის ადამიანისთვის იყო განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები იმართებოდა.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისში, ორბელიანის მოედანზე მოწყობილი „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება.
მსურველებს დღეს 13:00 საათიდან შესაძლებლობა ჰქონდათ სწვეოდნენ ტკბილეულის ბაზრობასა და სანტას სახლს, დასწრებოდნენ ვორქშოფს, დრამერების მსვლელობას და ფლეშმობს.
ამასთან, ათონელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო სცენაზე გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი. 20:00 საათზე ორბელიანის სცენა დაეთმო მუსიკალურ ჯგუფ SVANSIKH-ს.
დღეს ძველით ახალი წელი დადგება: სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს>>
რაც შეეხება „საახალწლო სოფლის“ ფარგლებში გამართულ ბოლო კონცერტს, 21:30 საათზე ქარავნის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია.
„საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ 24 დეკემბერს გაიხსნა. ტერიტორია, რომელიც, ორბელიანის მოედნის გარდა, მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის ჯადოსნურ სივრცედ იყო ქცეული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს