ქარიშხალი დასავლეთ საქართველოში: როგორ გრძნობენ თავს მიკროავტობუსის დაშავებული მგზავრები

ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, სახისა და კიდურების არეში მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სენაკში ხის წაქცევის შედეგად დაშავებული სამი პირიდან ორი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ინციდენტი ხუთშაბათს დილით მოხდა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხე, რომელიც მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა.
ტელეარხის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, სახისა და კიდურების არეში მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. მეორე პირს შინაგანი ორგანოების ტრავმა აღენიშნება.
საქართველოს რკინიგზაზე უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა >>
რაც შეეხება მესამე პაციენტს, მან საშუალო სიმძიმის ტრავმა მიიღო და მკურნალობას სენაკის კლინიკაში აგრძელებს.