მსოფლიო დღეს

ამერიკის პირველ ლედის ორი სიმსივნური წარმონაქმნი ამოკვეთეს

Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ქირურგებმა აშშ-ის პირველ ქალბატონს ჯილ ბაიდენს ორი სიმსივნური წარმონაქმნი ამოკვეთეს — ერთი მარჯვენა თვალის ზემოდან, მეორე კი მკერდიდან, განაცხადა თეთრმა სახლმა.
გარდა ამისა, გავრცელებული ცნობით, ექიმები იკვლევენ მესამე სიმსივნეს მარცხენა ქუთუთოზე.
როგორც პრეზიდენტის ექიმმა, დოქტორმა კევინ ო'კონორმა თქვა, კვლევებმა აჩვენა, რომ ჯილ ბაიდენის მარჯვენა თვალსა და მკერდზე არსებული წარმონაქმნები ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა იყო.
ბაიდენებმა უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, რომელიც ვაშინგტონის მახლობლად მდებარეობს, ერთი დღე დაჰყვეს. სწორედ იქ ჩაუტარდა 71 წლის ჯილ ბაიდენს გეგმიური ამბულატორიული პროცედურა, რომელიც მოჰსის მეთოდის სახელწოდებითაა ცნობილი.