თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენას, ვეძინის, ზაალ ქიქოძის, რიწის, ძმები ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის, თხინვალის, ლიხის, მესხის, გიორგი გიგაურის, ჩაბალის, სულიკო ჟღენტის და ელიზბარ ზედგენიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
06:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), თოფურიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), გელათის, ავლაბრის, ცუცქირიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, არარატის, დუშეთის, ჩეხოვის, ჯორბენაძის, ალაზნის, ხიდისთავის, მეტეხის, იორის, ლადო მესხიშვილის, არმაზის, გაბრიელ ეპისკოპოსის და რუისის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), გიორგი ტერევერკოს, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის, იუნკერ შალვა ერისთავის, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის, ნოდარ ბოხუას და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს და ხევისუბნის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.