ვითარება გზებზე: ბოლო ინფორმაცია

თბილისსა და რეგიონებში კომუნალური სამსახურები უამინდობის შედეგებს ებრძვიან.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დიდი თოვლისა და ლიპყინულის გამო იყო შეზღუდული.
თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქის შემოგარენში გზები თოვლისგან იწმინდება>>
გზის გაწმენდის შემდეგ მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს