ბათუმში ორი სახლი დაიწვა

Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორ სახლში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ, დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყო.
ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის ზუსტ მიზეზს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გაუმართავი ელექტროსადენების გამო მოხდა, გამოძიება დაადგენს.