მიუხედავად ამისა, მეცნიერები არ ჩქარობენ, პირწმინდად უარყონ ხალხური სიბრძნე. საქმე ისაა, რომ ზოგი მეთოდი ნამდვილად მუშაობს და ეს სამეცნიერო ექსპერიმენტებმა დაადასტურა.
ქვემოთ რამდენიმე „მუშა“ მეთოდს გაგაცნობთ.
ქვემოთ რამდენიმე „მუშა“ მეთოდს გაგაცნობთ.
ბაყაყი რძეში
იმისათვის, რომ რძე დიდხანს შეინახოს და არ ამჟავდეს, საჭიროა მასში ბაყაყი ჩასვათ. ამ მეთოდის ეფექტურობა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადასტურა.
ფინელი, შვედი და რუსი სწავლულების თქმით, ამფიბიების ტყავი ანტიბაქტერიულ პეპტიდებს შეიცავს, რომლებიც საშიშ მიკროორგანიზმებს ებრძვის.
მინდვრის ბაყაყის კანზე (Rana temporaria) სწავლულებმა 76 ასეთი ნივთიერება აღმოაჩინეს. ზოგმა მათგანმა ძლიერი ეფექტი გამოავლინა სალმონელისა და ოქროსფერი სტაფილოკოკის წინააღმდეგ.
მკვლევართა ვარაუდით, ბაყაყის პეპტიდებს აქვს უნარი, მოერიოს არა მარტო ჩვეულებრივ პათოგენურ მიკროორგანიზმებს, არამედ ბაქტერიების ანტიბიოტიკო-რეზისტენტულ შტამებსაც.
მკვლევართა ვარაუდით, ბაყაყის პეპტიდებს აქვს უნარი, მოერიოს არა მარტო ჩვეულებრივ პათოგენურ მიკროორგანიზმებს, არამედ ბაქტერიების ანტიბიოტიკო-რეზისტენტულ შტამებსაც.
ბულიონი გაციების წინააღმდეგ
ქათმის ბულიონი ნამდვილად ეფექტურია რესპირატორული დაავადებებისას. მასში შემავალი ნივთიერებები ასუსტებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს და ხსნის ხველას, ყელის ტკივილსა და სურდოს.
ნებრასკის (აშშ) სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბულიონის სმისას ავადმყოფის სისხლში არსებული ნეიტროფილების მოძრაობისუნარიანობა ქვეითდება.
ნეოტროფილები — ეს სისხლში არსებული გრანულოციტური ლეიკოციტების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლებია, რომელთა რაოდენობის მატება არის ანთებითი პროცესების, ინფექციური დაავადებების, შოკის, სისხლდენის, მიოკარდიუმის ინფარქტის, დიაბეტური კეტოაციდოზის სადიაგნოსტიკო ნიშანი.
გარდა ამისა, ბულიონი შეიცავს კარნოზინს, ანუ დიპეპტიდს, რომელსაც იმუნომოდულირების ეფექტი აქვს, და ცისტეინის ამინომჟავას, რომელიც ათხიერებს ნახველს და ხსნის ხველებას.
გარდა ამისა, ბულიონი შეიცავს კარნოზინს, ანუ დიპეპტიდს, რომელსაც იმუნომოდულირების ეფექტი აქვს, და ცისტეინის ამინომჟავას, რომელიც ათხიერებს ნახველს და ხსნის ხველებას.
მრავალძარღვა ჭრილობის შესახორცებლად
ჭრილობის ან ნაკაწრის სადეზინფექციოდ და სწრაფად მოსაშუშებლად ყველაზე მარტივი ხერხი — დაშავებულ ადგილზე მრავალძარღვას სუფთა ფოთლის დადებაა.
ამ მცენარის სამკურნალო თვისებები ერთდროულად რამდენიმე სამეცნიერო კვლევით დადასტურდა. სწავლულებმა კურდღლებზე ჩატარებული ექსპერიმენტების სერიის შედეგად დაასკვნეს, რომ მრავალძარღვას ფოთლებს ჭრილობის შეხორცების ძლიერი უნარი მასში შემავალი პოლისაქარიდების, ფერმენტებისა და ვიტამინების გამო აქვს. ეს შერწყმა აჩქარებს რეგენერაციის (აღდგენის) პროცესს, ხოლო ბენზოინისა და სალიცილის მჟავები ანთების საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა.
მექსიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მრავალძარღვას ფოთლებს ასევე აქვს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.