მსოფლიო დღეს

გერმანიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავა

ირანის მოქალაქე ეჭვმიტანილია „ძალადობის სერიოზული აქტის მომზადებაში, რომელიც სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენდა“
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი– Sputnik. გერმანიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ „ძალადობის სერიოზული აქტის მომზადება, რომელიც სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენდა“ - სავარაუდო თავდასხმისთვის შეძენილი იყო ციანიდი და რიცინი, ნათქვამია დიუსელდორფის პროკურატურის, რეკლინგჰაუზენის და მიუნსტერის პოლიციის ერთობლივ პრესრელიზში.
დაზუსტებულია, რომ კასტროპ-რაუქსელის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიაში 32 წლის ბრალდებულის (ირანის მოქალაქე) საცხოვრებელში ჩატარდა ჩხრეკა.
ის ეჭვმიტანილია „ძალადობის სერიოზული აქტის მომზადებაში, რომელიც სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენდა“. სავარაუდოდ, მან შეიძინა ციანიდი და რიცინი თავდასხმისთვის, რომელიც ისლამისტების მიერ იყო მოტივირებული.
ირანელის გარდა, დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, ამჟამად სამხილების ექსპერტიზა მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ გადაწყვეტილება დაპატიმრების შესახებ მოგვიანებით იქნება მიღებული.
„ძალადობის სერიოზული აქტის მომზადება, რომელიც სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს“, გერმანიაში 6 თვიდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.