მსოფლიო დღეს

თურქეთის ენერგეტიკის სამინისტრომ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგები შეაფასა

ბუნებრივი აირის მოპოვების პროექტის განსახორციელებლად ოთხი წელია გამოყოფილი.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დადასტურებული მოცულობები 33 წლის განმავლობაში თურქეთის მოსახლეობის მოთხოვნის დაფარვის შესაძლებლობას იძლევა, განაცხადა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა.
შავ ზღვაში გაზის საბადოს აღმოჩენის შესახებ თურქეთის ხელისუფლებამ 2020 წელს გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის საკმარისი მარაგები 540 მლრდ კუბომეტრს აღწევს. მაშინ თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მას ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საბადო უწოდა.
„ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგები შავი ზღვის თურქულ სექტორში 710 მლრდ კუბომეტრს აღწევს, რაც საკმარისია თურქეთის მოსახლეობის 33-წლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“, - მინისტრის სიტყვებს ციტირებს РИА Новости.
როგორც დონმეზმა დასძინა, ოთხ წელში ქვეყანამ შავ ზღვაში გაზის მოპოვების მაქსიმალურ დონეს უნდა მიაღწიოს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება იმპორტის 30%-ით შემცირება.
მინისტრის თქმით, შავ ზღვაში კიდევ ერთი გაზის საბადო აღმოაჩინეს, რომლის მარაგი 58 მლრდ კუბური მეტრია - შავ ზღვაში გაზის მთლიანმა მარაგმა 710 მლრდ კუბომეტრს მიაღწია.