თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მსჯავრდებულთა კვების წესში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც ზრდასრულთა და არასრულწლოვან პატიმართა კვების რეჟიმი განსხვავებული იქნება.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ოთხჯერად კვებაზე გადავლენ - საუზმე, სადილი, სამხარი, ვახშამი.
ამავდროულად, დამტკიცებული მენიუს მიხედვით, სადილი შედგება სამი კერძისგან, ვახშამზე კი იქნება ხორცი გარნირით.
მენიუ კვირაში ერთხელ შეიცვლება და დამოკიდებული იქნება სეზონზე. საუზმეზე არასრულწლოვნები მიიღებენ რძეზე მომზადებულ ფაფას, ჩაის კარაქიან პურთან ერთად, სადილზე - სუპს, ხორცს გარნირით, კომპოტს ან ხილს, ნაშუადღევს ოლადებს, ხაჭაპურს, ვახშამზე კი იქნება ხორცის კერძი გარნირით და ჩაი კარაქიან პურთან ერთად.
არასრულწლოვანი პატიმრებისთვის ყოველდღიური რაციონის კალორიულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3,2 ათას კილოკალორიას.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 45 არასრულწლოვანი პატიმარია.