ბოშურ ჰოროსკოპში, ისევე, როგორც ჩვენთვის ჩვეულ ჰოროსკოპში, 12 ნიშანია, მხოლოდ თითოეული თანავარსკვლავედის ვადებია განსხვავებული.
სასმისი (თასი): 21 იანვარი - 19 თებერვალი
ამ ნიშნის წარმომადგენლები ამართლებენ დასახელებას – სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიან, კარგად იციან, რა არის კარგი და რა - ცუდი. ხშირად სიკეთის მხარეს დგებიან. უყვართ ფილოსოფიური მსჯელობა სხვადასხვა თემაზე, სხვების დახმარება. მათგან დგება კარგი ექიმი, მასწავლებელი, ფილანტროპი. არიან შემოქმედებითი ადამიანები, აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა და იღბლიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
კაპიუშონი: 20 თებერვალი - 20 მარტი
ეს ადამიანები საოცრად შრომისმოყვარე არიან, პერფექციონიზმის ზღვარზე იმყოფებიან. არ არსებობს სამუშაო, რომელსაც ისინი ვერ შეასრულებენ. თუ რამე მოხდა, შეუძლიათ ცხოვრება თავიდან უშიშრად დაიწყონ. ირგვლივ მყოფებს ეს ადამიანები შესაძლოა აშინებდნენ კიდეც, მაგრამ ვინც მათ კარგად იცნობს, ყველაზე დიდ საიდუმლოსაც ანდობს. ამ ადამიანებს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ, მაგრამ ვინც ჰყავთ - საიმედო და დროთა განმავლობაში გამოცდილი არიან.
ხანჯალი: 21 მარტი - 20 აპრილი
ხანჯლის ნიშნით დაბადებულებს უზარმაზარი ენერგია გააჩნიათ. არიან ძალზე მიზანსწრაფული და შეუპოვარი ადამიანები. მკაფიოდ იციან, რა სურთ ცხოვრებაში და მიზანს, რაც არ უნდა დაუჯდეთ, ყოველთვის აღწევენ. თუმცა, ხანდახან ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალზე იმპულსური არიან და ხანდახან აგრესიულიც. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ბოროტებით არ მოსდით. ისინი კარგი ბიზნესმენები ან სპორტსმენები დგებიან.
გვირგვინი: 21 აპრილი - 20 მაისი
გვირგვინის ნიშნის წარმომადგენლები ნამდვილი ესთეტები და მშვენიერის დამფასებლები არიან. ხშირად აღწევენ წარმატებებს შემოქმედების სფეროებში. მათთვის აუცილებელია ყურადღების ცენტრში ყოფნა და ქათინაურების მოსმენა, და უნდა ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში ამას იმსახურებენ კიდეც. აქვთ კარგი გარეგნული მონაცემები, სტილის გრძნობა და ამასთან ერთად არიან კეთილი და გულწრფელი ადამიანები.
შანდალი: 21 მაისი - 20 ივნისი
შანდლის ნიშნით დაბადებულებს უყვართ, როცა ირგვლივ მყოფებს ისინი მოსწონთ, არიან საოცრად მომხიბლავი და მეგობრული, საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ ნებისმიერთან. ამ ადამიანებს ხშირად უწოდებენ კომპანიის სულსა და გულს. მათთან ურთიერთობა ადვილი და კომფორტულია. ამასთან, სულის სიღრმეში ეს ადამიანები, შესაძლოა, გულდახურული იყვნენ და არ იჩქარონ სხვებთან საკუთარ თავზე ლაპარაკი. ისინი ასევე გამოირჩევიან ეკონომიურობით და იციან ფულის ყადრი.
ბორბალი: 21 ივნისი - 21 ივლისი
ეს ადამიანები გამოირჩევიან დიდი მგრძნობელობით, ემოციურობით. მათი წყენინება ადვილია. უყვართ თავიანთი ცხოვრების თითოეული მოვლენის დაგეგმვა და ვერ ეგუებიან უწესრიგობასა და ქაოსს. ამ ხასიათის ადამიანებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, ან რამე სტაბილურ ორგანიზაციაში. სიყვარულსა და მეგობრობაში ერთგული და სტაბილური არიან, აფასებენ ოჯახურ ტრადიციებს და შეუძლიათ მთელი ცხოვრება ერთ ქალაქსა და ერთ საცხოვრებელ სახლში გაატარონ.
ვარსკვლავი: 22 ივლისი - 22 აგვისტო
ვარსკვლავები თავიანთ სახელს ამართლებენ: არიან ძალზე კაშკაშა და საინტერესო პიროვნებები, შეუძლებელია ისინი ვერ შეამჩნიო. ჰყავთ ბევრი მეგობარი, უყვართ ხმაურიანი წვეულებები, უპირატესობას ანიჭებენ პროფესიებს, სადაც სხვები მათით აღფრთოვანებული არიან. სიყვარულში, როგორც წესი, ინიციატივას საკუთარ ხელში იღებენ, ოჯახში ლიდერი არიან. ხანდახან ბედის ნებიერებს ან იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებულებს უწოდებენ. ყოველ შემთხვევაში, ეს ადამიანები ცხოვრებაში დასახულ ყველა მიზანს აღწევენ.
ზარი: 23 აგვისტო - 22 სექტემბერი
ზარის ნიშნით დაბადებულები გაწონასწორებული, თავშეკავებული და ინტელიგენტი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. არიან ძალზე საინტერესო მოსაუბრეები: საუბარი შეუძლიათ ნებისმიერ თემაზე, ყოველთვის ამხნევებენ სხვა ადამიანებს და მათ საჭირო რჩევებს აძლევენ. ამასთან, თავად გულდახურული არიან და საკუთარ თავზე და, მით უფრო, უსიამოვნებებზე საუბარი არ უყვართ. არიან ძალზე შრომისმოყვარენი, იციან ფულის გამომუშავება. მათი მიზანი დიდება და ფუფუნება არ არის.
მონეტა: 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი
მონეტის ნიშნის წარმომადგენლები სიცოცხლის მოყვარული, პოზიტიური ადამიანები არიან, ასხივებენ სიკეთესა და ბედნიერებას. თითქოს საერთოდ არ იციან, რა არის ცუდი განწყობა, ან ამას, უბრალოდ, არ აჩვენებენ. უყვართ ყველაფერი ლამაზი, ბავშვობიდან აქვთ უზადო გემოვნება, უყვართ ხელოვნება. ასევე არიან მრავალმხრივი ნიჭის მქონენი.
გრძელი ხანჯალი: 23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი
გრძელი ხანჯლის ნიშნით დაბადებულები ძლიერი და, შეიძლება ითქვას, სასტიკი ხასიათით გამოირჩევიან. ამ ადამიანებმა მკაფიოდ იციან, რა სურთ ცხოვრებაში, ისწრაფვიან თავიანთი მიზნებისკენ და დაბრკოლებებს ვერც ამჩნევენ. როგორც წესი, აღწევენ ხელმძღვანელ თანამდებობებს, ან რამე გუნდის ლიდერი ხდებიან. ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ შესანიშნავი ფსიქოლოგები, არ პატიობენ ღალატს, თუმცა თვითონ იტოვებენ უფლებას, მოიქცნენ ისე, როგორც მოესურვებათ.
ნაჯახი: 22 ნოემბერი - 21 დეკემბერი
ადამიანი-ნაჯახები ენერგიული, საქმიანები არიან. ერთდროულად შეუძლიათ რამდენიმე საქმეს შეეჭიდონ და ყველა „ფრიადზე“ შეასრულონ. უყვართ მოგზაურობა, ავანტიურები იზიდავთ. ყოველ შემთხვევაში, ერთ ადგილზე ჯდომა ძალიან უჭირთ. მათ საიმედო და ერთგულ მეგობრებად და პარტნიორებად მიიჩნევენ. გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის გრძნობა.
ნალი: 22 დეკემბერი - 20 იანვარი
ნალის ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრება მიზნის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის გარშემო ყველაფერს აზრი ეკარგება. ისინი ვერ ხედავენ თავს სამუშაოს ან რაიმე საქმიანობის გარეშე, მათთვის მნიშვნელოვანია, იყვნენ მოვლენების ცენტრში და დაინახონ თავიანთი პროფესიული თუ პიროვნული ზრდა. ამასთან, ამ ადამიანებს ესაჭიროებათ ახლობლების მხარდაჭერა და ზრუნვა. თავად აფასებენ ოჯახსა და მეგობრებს.