თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ლიზა (გიორგი) ქისტაური, სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქისტაური და მისი მეგობარი მამაკაცი 26 დეკემბრის შემდეგ გაუჩინარდნენ და მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.