თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 5 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახახლების (ნაწილობრივ), ზემო ალექსეევკაის დასახლების, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, დავით კაკაბაძის, ესენინის, წუწუნავას, სააკაძის, პეტრიწის, ნიკო ფიროსმანის, თენგიზ ჩანტლაძის, გოკიელის, ვაჟა ბანეთიშვილის, კოსტავას, ამირანაშვილის, კაკაბეთის, ახვლედიანის და გიორგი მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი გულიას, დიდი ხეივნის, ხეივნის, ბადაგის, ვლადიმერ წითლანაძის, საბატონოს, გულუას, ცოლიკაურის და რევაზ სირაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორანის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების, მუხიანი-2 დასახლების, ვეკუას, ქერჩის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზაბავრის, თეიმურაზ ბატონიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ასმათის, დავარის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზანდუკელის, მაყაშვილის, ჭოველიძის, კერესელიძის და დავით თორაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.