თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ვახტანგ ლეჟავას, კეკელიძის (ნაწილობრივ) და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.