თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ტრადიციული კერძების მსოფლიო ატლასმა TasteAtlas-მა 2022 წლის შედეგები დააჯამა და მსოფლიოს ეროვნული კერძების ტოპ-100წარმოადგინა.
TasteAtlas-ის კულინარიულ გიდში თავმოყრილია ავთენტური რეცეპტები, კულინარიული კრიტიკოსების შეფასებები და ასევე პოპულარული კერძებისა და ინგრედიენტების შესახებ სტატიები.
გასული წლის საუკეთესო ტრადიციული კერძების ასეული, ჩვეულებისამებრ, მომხმარებლების შეფასებების მიხედვით შედგა. მისი პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1.
იაპონური კარი2.
ბრაზილიური პიკანია3.
პორტუგალიური ამეიჟოა ა ბულაუ პატუ4.
ჩინური ტანბაო5.
ჩინური გუოტიე6.
ტაილანდური პანანგ კარი7.
პერუული სევიჩეს ასორტი8.
ირანული გორმე საბზი9.
თურქული ქაბაბი10.
პერუული ა-ლა ბრასაგარდა ამისა, საუკეთესო კერძების ასეულში TasteAtlas-ის მკითხველებმა დაასახელეს ქართული ხინკალი და ხაჭაპური.
როგორც აღწერილობაშია ნათქვამი, ხინკალი და ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ყველაზე პოპულარული ეროვნული კერძებია, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა რეცეპტებით მზადდება.
გარდა ამისა, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ასევე ტრადიციული ხინკლის ჭამის წესიც, რომლის მიხედვითაც მისი „კუჭი“ არ იჭმება — ეს მხოლოდ ხელის მოსაკიდებელი „ინსტრუმენტია“, რომელიც თეფშზე უნდა დარჩეს.
წყარო: TasteAtlas