ნუში და მისი სასარგებლო თვისებები

ნუშს ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ექიმები ადამიანებს ნუშის ყოველდღიურ მიღებას ურჩევენ. 50-ს გადაცილებული ადამიანებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან იცავს ჭკუასუსტობისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან.
Sputnik
ნუში (Prunus dulcis, Prunus amygdalus) ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მცენარეა. ცნობილია 40-მდე ჯიში. საქართველოში ხარობს მხოლოდ ორი. აქედან კულტივირებულია ჩვეულებრივი ნუში (Amygdalus communis).
ნუშის სამშობლოდ თურქეთის თანამედროვე რაიონებს მიიჩნევენ. აქ ნუშის კულტურა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი საუკუნის წინ გაჩნდა. უძველეს დროში ნუშის აყვავება ახალი წლის მოსვლის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მას ასევე იყენებდნენ გარდაცვლილების ბალზამირებისთვის. ეგვიპტის ფარაონის ტუტანჰამონის სამარხში არის ნუშის ზეთის კვალი.
არჩევენ ნუშის ტკბილ- და მწარეთესლიან, თხელ- და სქელნაჭუჭა ფორმებს.
მწარე ნუში შხამიან ნივთიერებებს შეიცავს. მოზრდილი ადამიანისთვის 50 ცალი მწარე ნუში სასიკვდილოა, ბავშვისთვის კი ათიც საკმარისია.
ნუშის კალორიულობა და შემადგენლობა
ნუშის კალორიულობაა დაახლოებით 600 კკალორია 100 გრამ პროდუქტზე.
ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი
ნუშის შემადგენლობაშია კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი. მასში არის В ჯგუფის ბევრი ვიტამინი – В1, В2, В3, В5, В6, В9, ასევე ტოკოფეროლი (Е ვიტამინი). ნუში შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, უჯერ ცხიმებს, ამინომჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს, მცენარეულ ფლავონოიდებს.
ნუშის სასარგებლო თვისებები
ნუშს, თავისი შემადგენლობის წყალობით, ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია.
ნერვული სისტემისა და თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ექიმები ადამიანებს ნუშის ყოველდღიურ მიღებას ურჩევენ (დაახლოებით 15 ცალი). 50-ს გადაცილებული ადამიანებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან იცავს ჭკუასუსტობისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან. ნუშში შემავალი მცენარეული ანტიოქსიდანტები აწესრიგებს ძილს, ადამიანს შველის სიბერის დროს უძილობისა და სეზონური დეპრესიის დროს.
ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმს სისხლში ჭარბი რაოდენობით გლუკოზის მიღებისგან იცავს. აქედან გამომდინარე, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის ნუში სასარგებლოა. ის დადებით გავლენას ახდენს მიკროცირკულაციაზე და იმუნიტეტზე.
ნუში სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
ნუშს იყენებენ, როგორც დამხმარე საშუალებას ხველების დროს. ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობის წყალობით ის სიბერის საწინააღმდეგო (anti-age) შესანიშნავი საშუალებაა, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნუშის ზეთი გამოიყენება მხოლოდ კოსმეტიკური მიზნებით – ის აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას.
კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები
ნუში აძლიერებს იმუნურ სისტემას.
აქვს რეპროდუქციული ფუნქცია (აუმჯობესებს სპერმატოზოიდების მდგომარეობას მამაკაცებში).
ნუში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მხედველობას. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა პროდუქტის კიდევ ერთი თვისება გამოავლინა – ნუშის ყოველდღიური გამოყენება ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სასარგებლო ბაქტერიების გამომუშავებას, ეს კი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
ნუშის საკვები ბოჭკოები ორგანიზმის „გაწმენდას" უწყობს ხელს, ბოჭკოები ნაწლავების მიკროფლორას სასარგებლო ბაქტერიებით კვებავს და გავლენას ახდენს პრებიოტიკულ (პრებიოტიკები – საკვების კომპონენტები, რომლებიც არ გადამუშავდება ორგანიზმის მიერ) ფუნქციაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ნუში შევუხამოთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს – С, А ვიტამინებს, თუთიასა და სელენს. მათ განეკუთვნება კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, ციტრუსები, ინდაურის, საქონლის, ქათმის ხორცი.
ნუშის მიღება არ შეიძლება:
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნუში ალერგიული პროდუქტია. ალერგია ვლინდება ტკივილით მუცელში, დიარეით, პირღებინებით, თავბრუსხვევით, ცხვირის „გაჭედვით".
კაკლის უღლის სასარგებლო თვისებები
არ შეიძლება ნუშის დიდი რაოდენობით მიღება, რადგან ის კალორიულია და ჭარბწონიანობის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს. ამასთან, ჭარბი მიღების გამო შეიძლება გაჩნდეს მეტეორიზმი, დიარეა და თავის ტკივილი.
ნუშის მიღებისას ფრთხილად უნდა იყვნენ გულის პრობლემების მქონე ადამიანები, რომელთაც გულის კუნთის კუმშვის არასტანდარტული სიხშირე აქვთ.
არ შეიძლება შემოუსვლელი ნუშის მიღებაც. ამან შეიძლება ადამიანი მოწამლოს, რადგან ციანიდებს შეიცავს.
გაითვალისწინეთ: მწარე ნუში – სამკურნალო საშუალებაა და არა საკვები! შეიძლება დღეში მხოლოდ ორი ცალის მიღება. მას აქვს ანტისპაზმური, ტკივილგამაყუჩებელი, ჭიების საწინააღმდეგო და ნარკოტიკული თვისებები. მედიცინაში ნუში გამოიყენება გინეკოლოგიური, კუჭის, თირკმლების, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
P.S. რჩევები ნუშის შეძენისას
ნუში შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე, ისე, რომ მზის სხივები არ მოხვდეს, უკეთესია, თუ მინის ქილაში მოათავსებთ და ხუფს მჭიდროდ მოარგებთ. ნუშს არ უყვარს სხვა თხილეული, ამიტომ აჯობებს, თუ ცალკე შეინახავთ.
მზესუმზირა და მისი სასარგებლო თვისებები
ნუშის ყიდვის წინ დააკვირდით, რომ დაზიანებები არ ჰქონდეს (როგორც ნაჭუჭიან პროდუქტს, ისე გარჩეულს). დაყნოსეთ – მას მსუბუქი მოტკბო არომატი უნდა ჰქონდეს. თუ სიმწარეს იგრძნობთ, ე.ი. პროდუქტი გაფუჭებულია.
ნუში მშრალი უნდა იყოს. თუ სინოტივე აქვს შეპარული, ის დიდხანს არ შეინახება.
ნუშის შენახვის საშუალო ვადაა ექვსი თვე.